რელეს შესამოწმებელი სისტემა CR-250
რელეს გამოსაცდელი ხელსაწყო CR-50, CR-100 და CR-250 მოდელები შეიცავენ სპეციალურად შემუშავებულ დენის გენერაციის სისტემებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია შემოწმდეს ავტომატური ამომრთველების და ირიბი დამცავი რელეების დენის/დროის სასხლეტი.
მისი მოქმედების პრინციპი ემყარება ცვლადი დენის ინჟექციას, რომლის რეგულირებაც შესაძლებელია მთელ წრედში, რომლსაც ამოწმებთ სადენის მოკლე შერთვის წრედით. იმ ამომრთველის დამხმარე კონტაქტის შეერთება, რომელსაც ამოწმებთ, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ყოველი არჩეული დენის გაშვების დროის გასაზომად.
ტესტი ადვილი ჩასატარებელია გაშვება–შეჩერების (სტარტ–სტოპ) მეთოდით. ავტომატური მზომი გაზომავს და შედეგებს აჩვენებს ეკრანზე.
აღსანიშნავია, რომ მოდელი გამოიყენება მთელი დამცავი სისტემების შესამოწმებლად, მათ შორის დენის ტრანსფორმერის შესამოწმებლად ირიბი რელეების შემთხვევაში, რადგან შესაძლებელია დენის ინჟექტირება ამ ტრანსფორმერების პირველად (მთავარ) ძაბვაში.
ტესტის შემდეგ ციფრულ ეკრანზე ავტომატურად გამოჩნდება ინჟექტირებული დენის მნიშვნელობა და გაშვების დრო RESET ღილაკზე დაჭერამდე.
← უკან









